საიტი მუშაობს სატესტო რეჟიმში

(ძველი ვერსია)
eng
facebook
youtube
twitter icon
linkedin icon

პროექტი - საერთაშორისო თანამშრომლობა ევროპაში თავის ტვინის ტრავმული დაზიანების ზედამხედველობის გაზრდის მიზნით

 

განხორციელების ვადები: 2017-2020

 

2017 წლიდან მედიცინის ფაკულტეტი ჩაერთო აშშ-ის ჯანმრთელობის ეროვნული ინსტიტუტის (National Institutes of Health) მიერ დაფინანსებული ორი საერთაშორისო კვლევითი პროექტის განხორციელებაში – კვლევის მოცულობის გაზრდა აღმოსავლეთ ევროპაში (iCREATE: Increasing Capacity in Research in Eastern Europe) და „საერთაშორისო თანამშრომლობა ევროპაში თავის ტვინის ტრავმული დაზიანების ზედამხედველობის გაზრდის მიზნით“ (INITIatE: International Collaboration to increase Traumatic Brain Injury Surveillance in Europe). ორივე პროექტის კოორდინატორია აშშ-ის აიოვის უნივერსიტეტი (კოორდინატორი – პროფესორი კორინ პიკასა) და მისი პარტნიორი უნივერსიტეტი – რუმინეთს ბაბეშ-ბოლიაის უნივერსიტეტი (კოორდინატორი – მედიცინის დოქტორი დიანა დალფი). საქართველოში ორივე პროექტის კოორდინატორია მედიცინის ფაკულტეტის პროფესორი ნინო ჩიხლაძე.

პროექტის „საერთაშორისო თანამშრომლობა ევროპაში თავის ტვინის ტრავმული დაზიანების ზედამხედველობის გაზრდის მიზნით“ – ხანგრძლივობაა სამი წელი და პროექტი მიზნად ისახავს თავის ტვინის ტრავმული დაზიანების მონაცემთა შეგროვების არსებული პრაქტიკის იდენტიფიცირებას და აღწერას, თავის ტვინის ტრავმული დაზიანების რეესტრის შექმნას და განვითარებას და თავის ტვინის ტრავმული დაზიანების მონაცემებზე კვლევების განხორციელებას, პარტნიორ ქვეყნებში, მათ შორის საქართველოში, სომხეთსა და მოლდოვაში.

ორივე კვლევითი პროექტის განხორციელებაში მონაწილეობენ მედიცინის ფაკულტეტის საზოგადოებრივი ჯანდაცვის სადოქტორო და სამაგისტრო პროგრამის სტუდენტები. პროექტი ითვალისწინებს მაგისტრატურისა და დოქტორანტურის სტუდენტების და აკადემიური პერსონალის ხანმოკლე და ხანგრძლივ მობილობას სწავლების, ტრენინგების ჩატარების მიზნით აიოვის უნივერსიტეტში და ბაბეშ-ბოლიაის უნივერსიტეტში, ერთობლივ კვლევებს და პუბლიკაციებს.